აღწერა
25 მლ.
კანი თვალების გარშემო, ჩვეულებრივ, პირველი გასცემს ქალის ასაკს. რატომ? იგი დაახლოებით 6-ჯერ თხელია სახის სხვა ადგილების კანისგან განსხვავებით, ამიტომაც უფრო განიცდის გაღიზიანებასა და გაუწყლოვანებას, ჩნდება ნაოჭები.
ფლუიდი ქუთუთოებისთვის Ocean Riches ხსნის ძირითად ამოცანებს, რომლებიც დგას თვალების გარშემო კანის მოვლისთვის.
– კანის სიღრმისეული რევიტალიზაცია. თანამედროვე ტერმინი სიტყვასიტყვით ნიშნავს „სიცოცხლის დაბრუნებას“. არსობრივად კი ეს არის დატენიანება + გაახალგაზრდავება.
– ლიფტინგის ეფექტი. აქტიური კომპონენტების წყალობით ფლუიდი ავლენს მოჭიმვის ეფექტს, კანს თვალების გარშემო უფრო მკვრივს ხდის და აქრობს ნაოჭებს.
– ნაოჭების გასწორება. ფლუიდი შეიცავს უმძლავრესი, გამაახალგაზრდავებელი და ნაოჭებზე აქტიური ზემოქმედების მქონე ზღვის ზღარბის ექსტრაქტს. მისი წყალობით ქუთუთოების ნაზი კანი კვლავ ტონუსშია, სიმკვრივეს იძენს, ქრება შეშუპებები და ასაკობრივი მოშვებულობა.